Accessibility links

logo-print

თურქეთის მედიის ცნობით, რუსეთის ავიაციამ დაბომბა თურქეთის ჰუმანიტარული კოლონა


თურქეთის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში დაბომბა თურქეთის ჰუმანიტარული კოლონა. კოლონას სირიის ქალაქ აზაზში მიჰქონდა ჰუმანიტარულ ტვირთი სირიელი ლტოლვილებისთვის.

არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 7-დან 10-მდეა. რუსეთს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც მომხდარი დაუდასტურებია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG