Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმფრინავის გამტაცებელმა მძევალთა უმეტესობა გაათავისუფლა


თვითმფრინავის გამტაცებელმა მძევალთა უმეტესობა გაათავისუფლა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:41 0:00

ეგვიპტეში თვითმფრინავის გამტაცებელმა, ეგვიპტის რადიოს ცნობით, თავშესაფარი ითხოვა კიპროსში. ეგვიპტის ავიაკომპანია იტყობინება, რომ თვითმფრინავში დარჩენილი არიან მხოლოდ უცხოელები და ეკიპაჟის წევრები, დანარჩენი მგზავრები გამტაცებელმა გაუშვა. თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, 29 მარტს, დილით გაიტაცეს და აიძულეს, კვიპროსში, ლარნაკაში დამჯდარიყო. ცნობით, გამტაცებელი მარტოა. მას, სავარაუდოდ, წელზე ჰქონდა სარტყელი ასაფეთქებელი მოწყობილობით. ეგვიპტის მედიის თანახმად, ის ეგვიპტელია. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ თვითმფრინავში 81 მგზავრი იყო. (რეიტერის ვიდეო)

XS
SM
MD
LG