Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფამ საქმე აღძრა რუსი გულშემატკივრების წინააღმდეგ


ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა, უეფამ, რუსეთის გუნდის გულშემატკივრების მიმართ დისციპლინარული საქმე აღძრა ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებთან შეტაკების შემდეგ. როგორც ასოშიეიტედ პრესი იტყობინება, საქმე აღიძრა რასიზმის, მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ინგლისელ გულშემატკივართა მიმართ უეფას საქმე არ აღუძრავს. მარსელში 11 ივნისს, ორი ქვეყნის გუნდებს შორის მატჩამდე მათი გულშემატკივრების შეტაკების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი - 50 წლის მამაკაცი დიდი ბრიტანეთიდან - საავადმყოფოში მოათავსეს, იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია. არეულობის შესაწყვეტად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. რუსეთისა და ინგლისის ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი 1:1 დასრულდა. ფინალური სასტვენის შემდეგ რუსეთის გუნდის ფანატები ინგლისელთა სექტორში შეიჭრნენ და ჩხუბი წამოიწყეს. რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო დაეთანხმა უეფას გადაწყვეტილებას, მაგრამ, მისი თქმით, ინციდენტის მთავარი მიზეზი სტადიონზე უსაფრთხოების ცუდი ორგანიზება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG