Accessibility links

logo-print
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, 27 მარტს გაიმართა დისკუსია თემაზე ”უხამსობა ქართულ მედიაში”. მედიაექსპერტების აზრით, ბოლო დროს ქართულ მედიაში უხამსობის შემცველი მასალის ტირაჟირების შემთხვევებმა იმატა. ტელეეთერიდან სულ უფრო ხშირად ისმის შეურაცხმყოფელი ლექსიკა. რა არის ამ ვერბალური აგრესიის მიზეზი და როგორ არეგულირებს მას საქართველოს კანონმდებლობა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია? ამ საკითხებზე რადიო თავისუფლებამ სადისკუსიო მაგიდასთან მოიწვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი, ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG