Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარია გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება


გაიოზ ცუცუნაშვილი
გაიოზ ცუცუნაშვილი

"უხილავი ფარდის“ დღევანდელმა სტუმარმა გაიოზ ცუცუნაშვილმა გერმანიაში, დიუსელდორფის ჰაინეს უნივერსიტეტში, დაიცვა დისერტაცია გერმანისტიკაში, ენათმეცნიერებაში. მან ისწავლა ასევე ვუპერტალში, სადაც ევროპის კვლევების მაგისტრი გახდა. მანამდე დიუსელდორფში დაასრულა მაგისტრატურა გერმანისტიკასა და ისტორიაში. უნივერსიტეტში აქტიურობდა სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებში. ოქროპირ რუხაძესთან საუბარში ის გიამბობთ, როგორ მოაგვარეს აქტიურმა სტუდენტებმა სტუდენტთა სატრანსპორტო პრობლემა; გეტყვით, რა სახის სტიპენდიები არსებობს. გაიოზ ცუცუნაშვილი მიგრანტთა ინტეგრირების პროგრამაში მუშაობს, უცხოელებს ასწავლის გერმანულს და საუბარიც ამ თემით დავიწყეთ: რატომ და როგორ ასწავლის უცხოელი, თანაც, დოქტორი, გერმანულს უცხოელებს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG