Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ფერები ბგერებში


მარიამ მაჩაიძემ უკვე დაამთავრა ნიუ იორკში ჯულიარდის სკოლა ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომით. „უხილავი ფარდის“ სტუმარი ახლა ბერლინში სწავლობს, ჰანს აისლერის მუსიკალურ სკოლაში, კვლავ მაგისტრატურაზე. გადაცემის წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარში მევიოლინე ამბობს, ბგერებში ახალი ფერები უნდა გაჩნდეს, უნდა დავაფასოთ ახალი მუსიკაო. მარიამ მაჩაიძე თვითონაც თხზავს მუსიკას და არის ჩრდილოეთ გერმანიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის აკადემიის, "იოზეფ იოახიმის”, ასევე ბერლინის ოპერის აკადემიის წევრი, ჩატარებული აქვს „მასტერ კლასები“ და სწორედ მუსიკოსის ოსტატობა იყო მასთან საუბრის პირელი თემა.

უხილავი ფარდა
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG