Accessibility links

logo-print

ლევან მინდიაშვილმა სამხატვრო აკადემია თბილისში დაამთავრა. მალევე, მეგობარ მხატვრებთან ერთად, გერმანიიდან ერთი გალერეის მიწვევით ჩავიდა მანჰაიმში. ამას მოჰყვა არგენტინა, ბუენოს-აირესი. იქ ხელოვნების უნივერსიტეტში ისწავლა, შემდეგ კი აშშ-ში, ნიუ-იორკში გადასახლდა. დღეს ლევან მინდიაშვილი „უხილავი ფარდის“ სტუმარია, უცხოეთში მცხოვრები მხატვრების შესახებ ჩვენი ციკლის მონაწილე. მხატვარს, რომლის ნამუშევართა ერთ სერიას „თავისუფლების ათი ნაბიჯი“ ჰქვია, ოქროპირ რუხაძე დაუკავშირდა ქალაქში, სადაც თავისუფლების ქანდაკება დგას. მათი საუბარი თავისუფლებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე შეკითხვით დაიწყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG