Accessibility links

ლუკა მგელაძე სწავლობს მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ცენტრში, ნიუ იორკის კინოს აკადემიად წოდებულ სკოლაში, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესშია. "უხილავი ფარდის" დღევანდელი გამოშვების სტუმარი კინოს კეთებას, ფილმის შექმნის ხელოვნებას თბილისში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ლევან თუთბერიძის სახელოსნოში დაეუფლა. ლუკა მგელაძე კინემატოგრაფისტთა და ხელოვანთა ოჯახიდანაა.სიუჟეტის ავტორ ოქროპირ რუხაძესთან საუბარში ის გვიამბობს, როგორ დაჰყავდა მამას გადასაღებ მოედანზე და როგორ უყურებდა პაპასთან ერთად მის ფილმებს კინოს სახლის დარბაზში, გვიამბობს, როგორ ქმნის ფილმს სტუდენტი ლოს ანჯელესში, როგორი უნდა იყოს კინოხელოვანი, კინო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG