Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საგამოფენო დარბაზის იატაკი ამოვთხარე და ობიექტები გავაკეთე"


ლია გულუა
ლია გულუა

ვენაში ცხოვრობს და მუშაობს მხატვარი ლია გულუა. "უხილავი ფარდის" ავტორ ოქროპირ რუხაძესთან ლია გულუა საუბრობს თავის პერფორმანსზე: როგორ მიიყვანეს ცხენი კრიტიკოსი ლენინის პორტრეტის სანახავად, როგორ დაჰყავდა მუზეუმში ფარულად შეტანილი ნამუშევრების დასათვალიერებლად იოზეფ ბოისის მოოქროვილი ჩონჩხი, რატომ გადაწყვიტა ანანურში ხელოვანების შეკრება და რომ მთავარია, არ გეშინოდეს არაფრის... ლია გულუა სწავლობდა ლონდონის უიმბლდონის ხელოვნების სასწავლებელში, მოგვიანებით, იქვე, - კემბერუელის კოლეჯში, შემდეგ - ავსტრიაში, ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, ამავე პერიოდში იმყოფებდა რომის ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში. ამ სასწავლო, თუ შეიძლება ასე ითქვას, მდიდარ წარსულს ეხებოდა პირველი შეკითხვა: ხომ არ დააბნია კიდეც ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურების ცენტრებში სწავლამ, თუ, პირიქით, მეტი შესძინა.

უხილავი ფარდა
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG