Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ბახიას ნამუშევრები

ბერლინში ცხოვრობს ნიკა ბახია - მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი - და ნახევარ წელიწადს კახეთში ატარებს, ვენახს უვლის და ქვევრის ღვინოს ამზადებს. ჯერ ხელოვნების ისტორია ისწავლა, 2000 წელს გერმანიაში ზაარის სახვითი ხელოვნების უმაღლესი სკოლის სრული კურსი გაიარა. მის ნამუშევრებს იხილავთ გერმანიის არაერთ ქალაქში, ევროპის სხვა ქვეყნებში. ევროპაშივე იყიდება ნიკა ბახიას ღვინოც. ხელოვანის და მეღვინის ცხოვრება ნიკა ბახიას არსებაში ცოცხალი პროცესია ბუნებისა და ხელოვნების შეკავშირებისა. "უხილავი ფარდის" ავტორ ოქროპირ რუხაძესთან საუბარში ის ლაპარაკობს იმაზე, თუ რატომ ხატავს საფერავით, როგორ ქმნის თავისი ღვინის ეტიკეტებს თვითონ და რას მოელის კრაკოვში, პოლონეთში, თავისი ღვინის წარდგენისაგან. ნიკა ბახია რადიო თავისუფლებას სტუმრობდა პრაღაში, ბერლინიდან ვენაში და შემდგომ კრაკოვში საკუთარი ღვინის წარსადგენად გზად მიმავალი, და, სხვათა შორის, აგვიხსნა, რა ამოცანა აქვს ამ დროს, საკუთარი ღვინის წარდგენისას, ნიკა ბახიას, როგორც ხელოვანს.

XS
SM
MD
LG