Accessibility links

გერმანიის იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს თინათინ ხომერიკი, ამავე დროს, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი. ის იენაში ერაზმუსის გაცვლითი პროგრამითაა, ერთი სემესტრით. "უხილაფი ფარდის" დღევანდელი სტუმარი კულტურის ანთროპოლოგიაში მუშაობს. დაამთავრა მაგისტრატურა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქვე მანამდე ფსიქოლოგიის ბაკალავრი გახდა.

გადაცემის ავტორი ოქროპირ რუხაძე თინათინ ხომერიკს ესაუბრება სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც შეეხება "თბილისელობას, როგორც კაპიტალის ფორმას, სტატუსთა თამაშების დინამიკას თაობებს შორის საქართველოს ტრანზიციულ ურბანულ სივრცეში". ეს არის 1978 წლის საპროტესტო აქციების, 1989 წლის 9 აპრილის და 2012-2016 წლების სტუდენტური მოძრაობების თაობა. როცა მკვლევარი საკუთარ ქალაქს, თანამოქალაქეების ცხოვრებას, თაობების ურთიერთკავშირს აანალიზებს, ხომ არ ჩაჰკირკიტებს საკუთარ თავს, როგორც ამ ყველაფრის ნაწილს?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG