Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველაფერი კარგისკენ ხდებაო“, ნათქვამია


გერმანიაში, მანჰაიმში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით სწავლობს ლიზი მამრაძე, პიანისტი, რომელმაც შვეიცარიაში, ციურიხის ხელოვნებათა უნივერსიტეტში სკოლის მერე გააგრძელა სწავლა საფორტეპიანო მიმართულებით. მიუხედავად გეგმებისა, იქ სწავლა მყესის ანთების გამო ვეღარ ხერხდებოდა და ლიზი მამრაძე ბედმა მანჰაიმში მოახვედრა, უნივერსიტეტში, ეკონომიკის განთქმულ სკოლაში. „უხილავი ფარდის“ ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ლიზი მამრაძე უამბობს, როგორ უყვარდა თავიდანვე მათემატიკა და გერმანული ენა, ელაპარაკება მანჰაიმში სწავლაზე, უხსნის რატომ ცხოვრობს ჰაიდელბერგში, უამბობს, როგორ უკრავს უნივერსიტეტის ორკესტრსა და გუნდთან ერთად, ეუბნება, რომ აპირებს ეკლესიაში ორგანზე დაკვრას და რომ ძალიან, ძალიან ემადლიერება თავის ბედს.

უხილავი ფარდა
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG