Accessibility links

დონალდ ტრამპის ტრიუმფი და უკმაყოფილო მოქალაქეთა პროტესტი


საპროტესტო აქცია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

საპროტესტო აქცია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა, მთელი აშშ-ის მასშტაბით, დონალდ ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. „ტრამპი არ არის ჩემი პრეზიდენტი“! „არა ტრამპს! არა კუ-კლუქს-კლანს! არა რასიზმს“ - სკანდირებდნენ ბოსტონში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში გამართული მრავალრიცხოვანი დემონსტრაციების მონაწილეები. დემონსტრანტები ქუჩებში გამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ოფიციალურად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება თავის მეტოქე დონალდ ტრამპს, ხოლო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომავალი პრეზიდენტი 11 ნოემბერს თეთრ სახლში დაპატიჟა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი დღეს, ევროპის დროით 17 საათზე, პირველად მივა თეთრ სახლში, სადაც იგი წინა დღით მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტმა. ბარაკ ობამამ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ის და მისი ადმინისტრაცია იწყებენ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესს.

„ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ეს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია დემოკრატიისა და ჩვენ ამას მთელ მსოფლიოს ვუჩვენებთ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში“, - განაცხადა თეთრი სახლის ეზოში სიტყვით გამოსვლის დროს ბარაკ ობამამ.

ამ განცხადების ფონია მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, სადაც ათასობით ადამიანი გამოხატავს პროტესტს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო. ნიუ-იორკში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა „ტრამპ ტაუერთან“, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის საცხოვრებელთან, რათა თავიანთი უკმაყოფილება გამოეთქვათ 8 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამო.

„ტრამპის უნარი, გააცოცხლოს აქამდე შეფარული რასისტული აზრები, თავზარდამცემია, ამიტომ ჩემი აქ ყოფნა აუცილებელია“, - განუცხდა „როიტერსს“ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

მთელი აშშ-ის მასშტაბით, ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა დონალდ ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. „ტრამპი არ არის ჩემი პრეზიდენტი“! „არა ტრამპს! არა კუ-კლუქს-კლანს! არა რასიზმს“ - სკანდირებდნენ ბოსტონში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში გამართული მრავალრიცხოვანი დემონსტრაციების მონაწილეები.

„მართალია, ვერაფერს შევცვლით და უნდა მივიღოთ ის, რაც მოხდა, მაგრამ მაინც მინდა ყველას გავაგებინოთ, რომ ძალიან გულმოსულები ვართ. ეს საშინელებაა. და თუმცა ვეღარაფერს შეცვლი, მაინც კარგი გრძნობა გეუფლება, როდესაც შენს ძმებსა და დებთან ერთად დგახარ - იმ ხალხთან ერთად, ვინც შენს აზრს იზიარებს, და გინდა ყველას გააგებინო, რომ ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, - განაცხადა ნიუ-იორკში გამოსულმა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

დემონსტრანტები ქუჩებში გამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ოფიციალურად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება თავის მეტოქე დონალდ ტრამპს. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 29 იანვარს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG