Accessibility links

logo-print

უკრაინა და მეამბოხეები შეთანხმდნენ ფრონტის ხაზიდან იარაღის გატანაზე


პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები და მათი ტანკები დონეცკიდან 75 კილომეტრზე. 2015 წლის 29 სექტემბერი.

პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები და მათი ტანკები დონეცკიდან 75 კილომეტრზე. 2015 წლის 29 სექტემბერი.

უკრაინის, რუსეთისა და ევროპის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზიდან ტანკებისა და სხვა იარაღის უკან დახევის თაობაზე. ეს არის დოკუმენტი, რომელიც გზას უხსნის მშვიდობასო, - განაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა აზამატ კულმუხამეტოვმა 29 სექტემბრის საღამოს. ხოლო მოლაპარაკებაზე ეუთოს წარმომადგენლის მარტინ საიდიკის განმარტებით, შეთანხმება ორ დღეში ამოქმედდება და ძალაში დარჩება 39 დღის განმავლობაში. ის ითვალისწინებს „ტანკების, ნაღმსატყორცნებისა და 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის არტილერიის გატანას 15 კილომეტრის დაშორებით“. საიდიკისვე განცხადებით, დოკუმენტს ხელი მოაწერა უკრაინის წარმომადგენელმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, ხოლო სეპარატისტების წარმომადგენელმა დენის პუშილინმა თქვა, რომ მეამბოხეების ლიდერები დოკუმენტს ხელმს მოაწერენ 1 ოქტომბრამდე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG