Accessibility links

logo-print

უკრაინამ შესაძლოა მომავალი წლიდან შეწყვიტოს რუსეთისაგან გაზის ყიდვა


უკრაინა აცხადებს, რომ წლის ბოლომდე გააგრძელებს რუსეთისაგან გაზის ყიდვას, ხოლო მომავალი წლის პირველ კვარტალში შესაძლოა ევროპიდან გაზის იმპორტზე გადაერთოს, თუ რუსეთი არ შესთავაზებს უკეთეს ფასს. კომპანია „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი კობოლევმა 3 ნოემბერს კიევში გამოთქვა იმედი, რომ რუსი ექსპორტიორები „რაციონალურად“ მოიქცევიან და კიევს „კონკურენტუნარიან“ ფასს შესთავაზებენ. კობოლევის განმარტებით, საჭირო არ არის დამატებით კონტრაქტების გაფორმება მომავალი წლის პირველ კვარტალში გაზის საყიდლად, რადგან უკრაინას შეუძლია იმოქმედოს წელს უფრო ადრე ხელმოწერილი დოკუმენტების ჩარჩოებში. მისივე თქმით, „ნაფტოგაზი" მოელის გაზის ფასის „სერიოზულ ვარდნას“ მომავალი წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG