Accessibility links

logo-print

ნატო: უკრაინაში რუსეთის 1000-ზე მეტი სამხედრო იმყოფება


დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ ნატოს სამხედრო სარდლობის წარმომადგენლის სიტყვები, რომლის თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოქმედებს. „ისინი ეხმარებიან სეპარატისტებს და მათთან ერთად იბრძვიან“, - განაცხადა ბელგიაში, მონსში განლაგებული ნატოს სამხედრო შტაბის ანონიმმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მისი ქვეყნის ინტერვენცია უწოდა გავრცელებულ ცნობებს რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ნოვოაზოვსკის დაკავების თაობაზე. უკრაინის პრეზიდენტმა გადადო 28 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტი თურქეთში და აპირებს უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, რომელზეც დონეცკის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG