Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 14-ჯერ დაირღვა საზავო შეთანხმება. როგორც დონბასში მიმდინარე სპეცოპერაციის პრესცენტრი იუწყება, გუშინ სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის არმიის პოზიციებს ავდეევკის, მარიინკისა და ზაიცევოს მახლობლად. შაბათს ღამით ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის არმიის საყრდენ პუნქტს ლუგანსკში. უკრაინის უშიშროების სამსახურების ცნობით, არტემოვსკ-ლისიჩანსკის ავტოტრასის მახლობლად, ტყეში, აღმოჩენილია სამალავი დიდი რაოდენობით იარაღითა და საბრძოლო მასალით. პარასკევს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ განვლილი ერთი კვირა პირველი იყო, როცა დაიწყეს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმებების შესრულება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG