Accessibility links

უკრაინის არმიამ და ეუთომ ბოლო დღეებში შეტაკებების მკვეთრი გახშირება აღრიცხეს ქვეყნის აღმოსავლეთში. ბრძოლის გამძაფრებას დონბასში - სადაც მთავრობის ძალები ებრძვიან პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს - დაემთხვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს და ასევე უკრაინულ „დივერსანტებად“ წოდებული სამი ეჭვმიტანილის დაკავებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. ეჭვმიტანილები 9 ნოემბერს ქალაქ სევასტოპოლში დააკავა რუსეთის უშიშროების სამსახურმა და მათ უწოდა „ტერორისტული, საბოტაჟის მომწყობი ჯგუფის წევრები, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო უწყება მართავს“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ფეესბეს ბრალდებები და მათ „შეთითხნილი“ უწოდა. ანალოგიური დაპატიმრებები განხორციელდა აგვისტოშიც, და იმ პროცესებსაც მოჰყვა დონბასში შეტაკებების გახშირება. მიმდინარე თვეში მოსკოვმა განაცხადა, რომ ჩაშალა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინელი დივერსანტების შეჭრის მცდელობა და კიევს ყირიმში „ტერორის“ დაგეგმვაში დასდო ბრალი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG