Accessibility links

logo-print

უკრაინელი პოლიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს განცხადებისთვის, რომელიც მან უკრაინის კუთვნილ ყირიმზე გააკეთა.

აშშ-ის ტელევიზიაში 31 ივლისს ნაჩვენებ ინტერვიუში, ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, განიხილავს რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის აღიარების საკითხს.

„ვაპირებ, განვიხილო ეს საკითხი. იცით, ყირიმელ ხალხს, მე როგორც ვიცი, რუსეთთან ყოფნა ურჩევნია იმას, სადაც მანამდე იყო. და ესეც უნდა გაითვალისწინო”, - განაცხადა ტელეინტერვიუში პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა „სამარცხვინო“ უწოდა ტრამპის სიტყვებს, ხოლო უკრაინის ყოფილი პრემიერის, არსენი იაცენიუკის აზრით, ტრამპის გამონათქვამი არის "გამოწვევა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისათვის".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG