Accessibility links

logo-print

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს


უკრაინაში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. ამ ეტაპზე ლიდერობს მმართველი - „რეგიონების“ - პარტია, რომელსაც მოსდევს გაერთიანებული ოპოზიცია - „ბატკივშჩინა“ („მამული“). მესამე შედეგი აქვთ კომუნისტებს.

მმართველი პარტია აშკარად ლიდერობს უკრაინაში კვირას გამართულ არჩევნებში, სადაც ხმის უფლების მქონეთ პარლამენტის 450 წევრი უნდა აერჩიათ. უკრაინის საკანონმდებლო ორგანო უზენაეს რადაში დეპუტატების ნახევარს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ნახევარს მაჟორიტარულით, რეგიონების მიხედვით. კენჭისყრაში მესამე შედეგი აქვთ ჯერჯერობით კომუნისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მმართველ პარტიასთან ერთად კოალიციაში ხმათა უმრავლესობის ქონა შეეძლებათ. ხმას იმაღლებს სხვა შესაძლებელი კოალიციის წარმომადგენელი, კრივში მსოფლიო ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, რომელმაც, ჩანს, მოახერხა თავისი პარტიის წარმომადგენელთა პარლამენტში გაყვანა. 41 წლის სპორტსმენი-მოკრივე უკრაინის დემოკრატიული ძალების მიმართ მოწოდებით გამოვიდა, ერთად ვიბრძოლოთ იანუკოვიჩის კორუმპირებული რეჟიმის შესაცვლელადო. ხმების მესამედის დათვლის შემდეგ პარტია „უდარი“ („დარტყმა“) მეოთხე ადგილზეა. კლიჩკო კმაყოფილია წინასწარი შედეგით.

„ვფიქრობ, ეს შედეგი ახალგაზრდა პარტიისთვის არ არის ცუდი. დარწმუნებული ვარ, ამ შედეგს გავაუმჯობესებთ. ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენს პროფესიონალიზმს და უნარიანობას უკვე პარლამენტში“, ამბობს კლიჩკო, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების - კომუნისტებზე ოდნავ ნაკლები - 13 პროცენტი აქვს მოგროვებული. აღსანიშნავია, რომ ხუთ პარტიას შორის, რომლებმაც მოახერხეს საარჩევნო 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, პირველად არის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური „სვობოდა“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმის უფლების მქონეთა რვა პროცენტი მიიმხრო. კვირა საღამოს მმართველი პარტიის გამარჯვებაზე ლაპარაკობდა პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი:
ეგზიტ-პოლების გამოცხადების შემდეგ აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხი მხარს უჭერს არა მთავრობას, არამედ ოპოზიციას. ახლა მნიშვნელოვანია, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არ იყოს ძალადობა ...

„აშკარააა, რომ „რეგიონების პარტიამ“ გაიმარჯვა. ეს ცხადა ყველასთვის. ეს მხოლოდ ერთეულებისთვის შეიძლება არ იყოს ცხადი. ზოგიერთებს ძალიან უნდოდათ, რომ ჩვენ დავმარცხებულიყავით, მაგრამ გავიმარჯვეთ სამართლიან ბრძოლაში“.

სულ მცირე, ერთმა ეგზიტ-პოლმა ადრევე დაადასტურა, რომ იანუკოვიჩის მმართველი პარტია და საპატიმროში მყოფი ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური ჯგუფი,“ ბატკივშჩინა („მამული“), ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ ხმების რაოდენობით. „მამული“ შედის გაერთიანებულ ოპოზიციურ ალიანსში, რომლის ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა, განაცხადა, რომ, ეგზიტ-პოლების თანახმად, ხალხმა ხმა ოპოზიციას მისცა და არა მთავრობას:

„ეგზიტ-პოლების გამოცხადების შემდეგ აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხი მხარს უჭერს არა მთავრობას, არამედ ოპოზიციას. ახლა მნიშვნელოვანია, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არ იყოს ძალადობა, არ მოხდეს გაყალბება. და ყველაზე მნიშვნელოვანია არა პარტიული სიები, არამედ ხმების დათვლა ერთმანდატიან საარჩევნო უბნებში“.
უკრაინამ უკან გადადგა ნაბიჯი ტექნიკური მიზეზების გამო არჩევნებში მონაწილეობაზე ასობით კანდიდატისთვის უარის თქმით ...

თვითონ იულია ტიმოშენკომ, რომელიც საპატიმროშია და შვიდწლიან სასჯელს იხდის, ციხის საავადმყოფოდან მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. არჩევნებს მეთვალყურეობდნენ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჯგუფი. ეუთოს შეფასება არ არის დადებითი. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არჩევნები უკრაინაში იყო უკანსვლა, დემოკრატიის თვალსაზრისით. ეუთოს წარმომადგენელმა ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასმა განაცხადა:

„უკრაინამ უკან გადადგა ნაბიჯი ტექნიკური მიზეზების გამო არჩევნებში მონაწილეობაზე ასობით კანდიდატისთვის უარის თქმით, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერების იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოს ძალიან უსამართლოდ ჩამოცილებაზე“.

ეუთოსვე თანახმად, პარტიების დაფინანსება გაუმჭვირვალე იყო, მთავრობის მიერ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, მედია არ იყო ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი. არჩევნები გააკრიტიკა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრეას გროსმა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინელები მეტს იმსახურებდნენ. მისივე თქმით, მთელი პროცესის ოლიგარქიზაცია იმას ნიშნავს, რომ ხალხს აღარ ეკუთვნის საარჩევნო პროცესი და ამიტომაც აღარ ენდობა მას.
XS
SM
MD
LG