Accessibility links

logo-print

პარლამენტთან მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინის მესამე გვარდიელი დაიღუპა


მესამე უკრაინელი გვარდიელი დაიღუპა 31 აგვისტოს უკრაინის პარლამენტთან მომხდარი შეტაკებების შედეგად. ეროვნული გვარდიის ოცი წლის წევრი, ოლექსანდ კოსტინა საავადმყოფოში გარდაიცვალა 1 სექტემრებს. მეორე გვარდიელის, დმიტრი სლასტიკოვის, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო სიკვდილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაადასტურა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ძალადობაში ულტრანაციონალისტები დაადანაშაულა. ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა კიევში მომხდარს.

კიევში ძალადობა მოჰყვა ნაციონალისტების მიერ მოწყობილ დემონსტრაციას მაშინ, როცა დეპუტატები განიხილავდნენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლითაც იზრდება ავტონომიის ხარისხი აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ მონაკვეთში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის.

დაჭრილია 90-ზე მეტი პოლიციელი, ერთ-ერთმა აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. კიევის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს კიდევ 30 დემონსტრანტი.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ვიდეოზე ხელყუმბარის მსროლელის დაფიქსირება მოახერხა:

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG