Accessibility links

უკრაინის პრემიერი რეფერენდუმს მოითხოვს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესახებ.

იაცენიუკმა 24 იანვარს, ყოველკვირეულისატელევიზიო მიმართვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ დროა, უკრაინის ხალხმა გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის კონსტიტუციაზე ახალ, ევროპულ უკრაინაში. იაცენიუკის სიტყვებით, ახალი კონსტიტუცია იქნება ახალი შეთანხმება მოქალაქეებსა და მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის: „შეთანხება საკუთრივ ხელისუფლებაში - პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის -უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განაწილების შესახებ,შეთანხმება ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთმიმართების შესახებ, შეთანხმება ახალი, პატიოსანი და სამართლიანი სასამართლოს სისტემის შესაქმნელად, შეთანხმება უკრაინის მკაფიო გეოპოლიტიკური მიზნის შესახებ, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი“.

იაცენიუკმა ეს განცხადება გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელი პოლიტიკოსები გააფრთხილა, რომ მინსკის შეთანხმებების ჩაშლას შესაძლოა მოჰყვეს სრულმასშტაბიანი კონფლიქტი რუსეთთან. მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებებით, როგორც ცნობილია, გამიზნულია აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან კიევის შეიარაღებული კონფლიქტისათვის ბოლოს მოღება. პოროშენკოს სიტყვები, რომლებიც მინსკის პროცესის ჩაშლის საფრთხეს ეხება, როგორც ჩანს, განკუთვნილია უკრაინის დეცენტრალიზაციის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებისათვის. უკრაინას, 2015 წლის თებერვალში მინსკში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებით, ევალება მიიღოს დეცენეტრალიზაციის კანონი.

პეტრო პოროშენკო, უკრაინის პრეზიდენტი

პეტრო პოროშენკო, უკრაინის პრეზიდენტი

„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრის გადადებას. მეტიც: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მჯერა უკრაინის პარლამენტის, მჯერა პარლამენტარების საღად აზროვნების, მჯერა, რომ ტექნოლოგიები, რომლებსაც იყენებენ ამ პროცესების ჩასაშლელად, თავის მიზანს ვერ მიაღწევს. იმას, რომ უკრაინას დაეკისროს პასუხისმგებლობამინსკის შეთანხმების ჩაშლისთვის, უბრალოდ, არ დავუშვებ“, - განაცხადა პოროშენკომ 23 იანვარს კიევში ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრისას. მინსკის შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს კიევისათვის, რადგან ითვალისწინებს უკრაინის კონტროლის აღდგენას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ რეგიონებსა და სეპარატისტების მხარდამჭერ რუსეთს შორის საზღვარზე.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა, რომელიც 2014 წელს აპრილში დაიწყო, ამჟამინდელი მონაცემებით, 9 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG