Accessibility links

logo-print

უკრაინელი ჟურნალისტი მასზე თავდასხმის შესახებ


აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ჟურნალისტის ცემის ფაქტს

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ჟურნალისტის ცემის ფაქტს

ათიოდე დღის წინ მსოფლიო მედია მოიარა ცნობებმა უკრაინელი ჟურნალისტის, ტატიანა ჩორნოვოლის შესახებ: 34 წლის ქალს სასტიკად სცემეს დეკემბრის ბოლოს, სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მისი სტატია უკრაინის მთავრობის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. კვირას ტატიანა ჩორნოვოლმა თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა უკრაინის ტელევიზიასთან ინტერვიუში.
ვგრძნობდი, რომ ცხვირი, უბრალოდ, მეჭყლიტებოდა, ვგრძნობდი, როგორ იმტვრეოდა დარტყმებისაგან. ვერ ვხვდები, რატომ: ვიდექი, ხელები ჩამოშვებული მქონდა, ისინი კი მირტყამდნენ...

ჟურნალისტის თავდამსხმელებს ის მკვდარი ეგონათ, როცა 25 დეკემბერს, სასტიკად ცემის შემდეგ, გზის პირას დაგდებული დატოვეს. მათთვის წინააღმდეგობა არ გამიწევიაო, უთხრა ჩორნოვოლმა ტელეარხ 1+1-ს:

„ვგრძნობდი, რომ ცხვირი, უბრალოდ, მეჭყლიტებოდა, ვგრძნობდი, როგორ იმტვრეოდა დარტყმებისაგან. ვერ ვხვდები, რატომ: ვიდექი, ხელები ჩამოშვებული მქონდა, ისინი კი მირტყამდნენ..."

ტელეინტერვიუს დროს ჩორნოვოლს სახვევი ედო ცხვირზე, მარჯვენა თვალზე შეშუპება ეტყობოდა. ექიმები მის მდგომარეობას „დამაკმაყოფილებელს“ უწოდებენ, მაგრამ კიდევ ორ თვეს მიიჩნევენ საჭიროდ ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად.

„კომპუტერთან ვერ ვმუშაობ, კითხვას რომ ვიწყებ, თავბრუ მეხვევაო“, – ამბობს ტატიანა ჩორნოვოლი.

მაინც რა მოხდა 25 დეკემბერს?

ჟურნალისტი ჰყვება, რომ კიევში მანქანით მიდიოდა, საჭესთან იჯდა, როცა უცნობმა მამაკაცებმა აიძულეს გაჩერებულიყო და სასტიკად სცემეს. მან ტვინის შერყევა მიიღო, ცხვირი გატეხილი აქვს.
კონცენტრირებული ვიყავი. ვცდილობდი, რაც მთავარია, ცოცხალი გადავრჩენილიყავი. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ნათელი იყო - თავდასხმა დაკვეთით მოეწყო...

ჩორნოვოლი ოპოზიციურ ვებსაიტ „უკრაინსკა პრავდის“ თანამშრომელია, ცნობილი აქტივისტი, რომელიც არაერთხელ გამოვიდა სიტყვით ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებზე. ჟურნალისტზე თავდასხმას სულ რამდენიმე საათით უსწრებდა წინ მთავრობის წევრების ქონებრივ მდგომარეობაზე მისი სტატიის გამოქვეყნება.

ტატიანა ჩორნოვოლს ეჭვი არ ეპარება, რომ მასზე თავდასხმა დაკვეთილი იყო:

„კონცენტრირებული ვიყავი. ვცდილობდი, რაც მთავარია, ცოცხალი გადავრჩენილიყავი. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ნათელი იყო - თავდასხმა დაკვეთით მოეწყო“.

უკრაინის საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის ნიკოლაი ჩინჩინის განცხადებით, ჟურნალისტზე თავდასხმიდან ორ დღეში იქნა დაკავებული ხუთი ეჭვმიტანილი.

ინციდენტის გამო შეშფოთება გამოთქვეს შეერთებულმა შტატებმა და ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში.
XS
SM
MD
LG