Accessibility links

logo-print
მას შემდეგ, რაც კიევში სიტუაცია დაიძაბა, თბილისში რამდენჯერმე გაიმართა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამომხატველი აქციები. ამჯერად უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში შეკრებილმა სტუდენტებმა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და იქ მყოფმა უკრაინელებმა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლოა, ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაემუქროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინელი ხალხი მარტო არ დარჩეს ასეთ დროს.
XS
SM
MD
LG