Accessibility links

logo-print

კიევში დაიღუპა ცნობილი ჟურნალისტი პავლო შერემეტი


მანქანა, რომლითაც პავლო შერემეტი მგზავრობდა

მანქანა, რომლითაც პავლო შერემეტი მგზავრობდა

კიევში დაიღუპა ცნობილი ჟურნალისტი პავლო შერემეტი. ავტომანქანა, რომლითაც 44 წლის ჟურნალისტი მგზავრობდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, სადაც შერემეტი მუშაობდა, იუწყება, რომ მანქანა ეკუთვნოდა გამოცემის ხელმძღვანელს ელენა პრიტულეს, რომელიც აფეთქების მომენტში მანქანაში არ იმყოფებოდა. როგორც აფეთქების ადგილზე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში, „უკრაინსკა პრავდის“ ვებსაიტის მთავარმა რედაქტორმა სევგილ მუსაევა-ბოროვიკმა განაცხადა, შერემეტის კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტის დაღუპვა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

პავლო შერემეტმა ჟურნალისტის კარიერა ბელორუსიის ტელევიზიაში დაიწყო. 1998-დან 2008 წლამდე მუშაობდა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის სპეციალურ კორესპონდენტად.მას გადაღებული აქვს რამენიმე დოკუმენტური ფილმი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შერემეტი კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიოსადგურ „ვესტიში“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG