Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობა და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში


უკრაინის მთავრობა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის დარღვევაში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ნაღმსატყორცნებიდან ერთმანეთისათვის ძლიერი ცეცხლის გახსნის შესახებ. უკრაინის სამხედრო პრესმდივნის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტმა მებრძოლებმა 84-ჯერ ესროლეს ჭურვები მთავრობის ჯარებს. ხოლო სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათ უკრაინის ჯარები ესროდნენ: 30-ჯერ დაუშინეს ჭურვები პოზიციებს დონეცკისა და ჰორლივკას გარეუბნებში. აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის განახლებამდე, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 23 თებერვალს ესტუმრნენ კიევს და უკრაინის ლიდერებს მოუწოდეს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებისაკენ. 9000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც 2014 წლის აპრილში ბრძოლებმა იფეთქა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG