Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრანაციონალისტების თავდასხმა ვეგანურ კაფეზე


ვეგანური კაფე თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე
ვეგანური კაფე თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე

29 მაისს ფეისბუკში გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ვეგანურ კაფეზე ულტრანაციონალისტების თავდასხმის შესახებ.

"მივედი კივიში, - ვერცხლის ქუჩაზე ძაან საყვარელი და გემრიელი ვეგეტარიანული კაფეა, - შევუკვეთე 2 ბურგერი და 2 ლიმონათი, დავჯექი და ველოდებოდი ანას, თან ანიმაციური ფილმი გაუშვეს კედელზე და ვუყურებდით... იყო სიმშვიდე და კარგი სიტუაცია. ამ დროს კაფეში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 ყ.. და შემოყარეს კაფეში სოსისები, შამფურით მწვადები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. ბარმენმა და მიმტანმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა, იმედი მაქვს, გაზის იარაღით... მოვიდა პატრული, 10 ყ.. უკვე გაქცეული იყო... პატრულმა იმის გამო, რო ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რო ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები. 2 კამერაა იქვე და იმედია, ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ, რაც მოხდა. მოკლედ, ყველაფერი საშინელება გამიგია ამ ქვეყანაში, მარა - ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭოოო??? - ეგეთი აღარ გამიგია! - ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭოოო??? მოდი, მიკბინე, მიკბინეეე!!! - 13 წელია ხორცი არ მიჭამია, მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა", - წერდა ნონო ანთიძე.

გადმოწერა

ინციდენტის შემდეგ ადგილზე გამოძახებულმა პატრულის თანამშრომლებმა დაკითხეს კაფეს თანამშრომლები და თვითმხილველები. "თავისუფლების დილაში" ტელეფონით ჩაერთო კაფეს თანამშრომელი სოფო ხვედელიძე, რომელიც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა და მოგვიანებით სამართალდამცველებს ჩვენებაც მისცა. ჩვენ შევეცადეთ მიგვეღო შსს-სგან კომენტარი მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე სამინისტროსგან ინფორმაცია არ მიგვიღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG