Accessibility links

logo-print

რამდენიმე საათის წინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოში, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოვილების და იძულებით ადგილნაცვალი პირების საკუთარ მიწა-წყალზე მშვიდობიანი, ღირსეული დაბრუნების უფლებას სპეციალური რეზოლუციით დაუჭირა მხარი. წელს გაიზარდა იმ ქვეყნების სია, ვინც ამ რეზოლუციას დადებითად გამოეხმაურა. რუსეთი, ტრადიციულად, გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე აცხადებს, რომ რუსეთის მხარე თავის რიტორიკას არ ცვლის, და მისი, ასე ვთქვათ "არგუმენტები", კრიტიკას ვერანაირად ვერ უძლებს

3 ივნისს, გენერალური ასაბლეის 92-ე სხდომაზე ყოველწლიურ რეზოლუციას საქართველოს შესახებ 75 მომხრე და 16 მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. კენჭისყრისას 78 ქვეყანამ თავი შეიკავა.

ამ ტიპის რეზოულუცია გაეროს გენერალურ ასაბლეაზე 2008 წლიდან გადის. საქართველოს მომხრე ქვეყნების რიცხვი წელს 6 ქვეყნით გაიზარდა. გასულ წელს წინააღმდეგი იყო 13 ქვეყანა, ხოლო თავი 79 ქვეყნის მისიის წარმომადგენელმა შეიკავა.

რეზოლუცია ჰუმანიტარული მნიშვნელობის არის. განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, ის ადგილნაცვალი პირების საკუთარ მიწა-წყალზე უპირობო დაბრუნებას და მათი საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვს.

კახა იმნაძე: არ იცვლება მათი გზავნილი და ტექსტები, მათ თავიანთი ასე ვთქვათ- "არგუმენტები" აქვთ, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, და სწორედ ამის მაჩვენებელია, რომ ის ქვეყნები, რომლებიც სიტყვით გამოვიდნენ, აღნიშნეს, რომ ისინი მხარს პრინციპებს უჭერენ, რითაც ხელმძღვანელობს გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობა. აი ამაშია საქართველოს სიძლიერე, რომ ჩვენ ვდგავართ სწორედ პრინციპებზე. ამის გამო წელს უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავდა, ვიდრე შარშან. წელს გაიზარდა მომხრეთა რაოდენობა, თუმცა უნდა დავამატო, რომ ამის უკან დგას უზარმაზარი სამუშაო, როგორც საელჩოების, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ვიზიტები აქ და სხვადასხვა ქვეყნებში და ფორუმებზე. ცხადია ჩვენი მისიის მუშაობაც, ის რომ ყველა შეხვედრაზე საქართველოს თემა იყო წამოწეული. ბოლო ორი თვე ნორმალურად არ უძინიათ მისიის წარმომადგენლებს თუ სტაჟიორებს.

თეა თუაშვილი: რა კონკრეტული ჰუმანიტარული ხასიათის მოთხოვნებია გათვალისწინებული რეზოულუციაში?

კახა იმნაძე: მოთხოვნები არის ჰუმანიტარული ხასაითის, ანუ რეზოლუცია ემსახურება რამდენიმე ძირითად საკითხს. ერთი ის, რომ აღიარებს გარანტირებულ უფლებას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც არის აღიარებული და იძულებით გადაგილებულ პირებს და ლტოლვილებს საკუთარ მიწა-წყალზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო დაბრუნების უფლებას აძლევს. მეორე - მათ აქვთ უფლება საკუთრების. ეს ყველაფერი დევს სწორედ ამ რეზოლუციაში. ასევე რეზოლუცია მხარს კიდევ ერთხელ უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას და ავალდებულებს გაეროს გენერალურ მდივანს პერიოდულად მიაწოდოს ანგარიში მიმდინარე პროცესის თაობაზე. პროცესი არის ყველა ის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ და ვსარგებლობთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ეს არის საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომელსაც საქართველო კონფლიქტის მოგვარების მიზნით იყენებს.

XS
SM
MD
LG