Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა დაასრულა სერბიასთან სასაზღვრო ბარიერის მშენებლობა


უნგრეთი აცხადებს, რომ დაასრულა მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად ჩაფიქრებული 175 კილომეტრის სიგრძის მავთულხლართებიანი ბარიერის მშენებლობა სერბიის საზღვარზე. აღნიშნულ განცხადებას უნგრეთის სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მავთულხლართებიანი ბარიერის უკან აღმართულია 4 მეტრის სიმაღლის კედელი, რომელიც უნგრეთის არმიამ ააშენა. ევროკავშირის წევრმა უნგრეთმა, რომელიც შენგენის ზონის წევრიცაა, გასულ წელს გზა გადაუჭრა აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის კონფლიქტური ქვეყნებიდან გამოქცეულ 140 ათას დევნილს, რომლებიც სერბიის გავლით აპირებდნენ უნგრეთში შესვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG