Accessibility links

უნგრეთმა უკუაგდო საფრანგეთის მხრიდან კრიტიკა


მიგრანტთა შეკავებისთვის გამიზნული დამცავი ზღუდის მშენებლობა უნგრეთ-სერბიის საზღვარზე

მიგრანტთა შეკავებისთვის გამიზნული დამცავი ზღუდის მშენებლობა უნგრეთ-სერბიის საზღვარზე

უნგრეთმა უარყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის კრიტიკა, რომელიც ეხებოდა ბუდაპეშტის მხრიდან ასობით მიგრანტის მიმართ გამოვლენილ დამოკიდებულებას. მიგრანტები უნგრეთის გავლით გერმანიაში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ცდილობენ მოხვედრას.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 30 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ „შემაძრწუნებელი და უსაფუძვლო ბრალდებების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ევროპისთვის ერთიანი გამოსავლის მოძებნაზე გვემუშავა.“ ამ განცხადებამდე ლორან ფაბიუსმა თქვა, რომ უნგრეთის მიერ სერბიის საზღვარზე აგებული, მავთულხლართების ღობე არ პასუხობს „ევროპის ერთიან ღირებულებებს.“

უნგრეთს მწვავედ აკრიტიკებენ ამ ღობის გამო, რომლითაც ის ცდილობს შეაჩეროს ათასობით მიგრანტი და ლტოლვილი სირიიდან, ავღანეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამჟამად იგეგმება მავთულხლართების ღობის გამაგრება ოთხი მეტის სიმაღლის ბეტონის კედლის აგებით. უნგრეთს ასევე აკრიტიკებენ მიგრანტების ბანაკებში განთავსების გამო და იმის გამოც, რომ მათ უფლებას არ აძლევს ავსტრიისკენ და გერმანიისკენ მიმავალ მატარებლებზე ავიდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG