Accessibility links

logo-print

იუნკერი: უკრაინას, სავარაუდოდ, 20-დან 25 წლამდე დასჭირდება ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად


ჟან-კლოდ იუნკერი

ჟან-კლოდ იუნკერი

ევროპის კომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, უკრაინას სავარაუდოდ 20-დან 25 წლამდე პერიოდი დასჭირდება ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად. „უკრაინა ნამდვილად ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას 20-დან 25 წლამდე პერიოდში, ისევე, როგორც ნატოშიო“, განაცხადა მან ჰააგაში წარმოთქმულ სიტყვაში. მას არ აუხსნია, მაინც რა მიზეზით მოუწევს უკრაინას ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლოდინი. მისი გამოსვლის ძირითადი აუდიტორია ჰოლანდიელი ამომრჩეველი იყო - იუნკერს სურდა ისინი დაერწმუნებინა იმაში, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ევროკავშირში სწრაფად გასაწევრიანებლად. მისი სიტყვების მიუხედავად, ევროკავშირი უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე მუშაობს, ამავე დროს მან, აშშ-თან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად, კიევს გამოუყო 40 მილიარდი დოლარისგან შემდგარი დახმარება, რათა კიევმა შეძლოს ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კონფლიქტის ფონზე. შარშან უკრაინას ნატომაც გაუგზავნა დადებითი მესიჯი, იქ სამხედრო წვრთნების გამართვით, რომელთა მიზანი იყო ძალის დემონსტრირება რუსეთისთვის - რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას მისი ეროვნული უსაფრთხოების შელახვად მიიჩნევს. თუმცა იუნკერის განცხადება მოწმობს, რომ უკრაინის ლიდერების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების ხშირად გამოთქმულ სურვილს ახლო მომავალში არ უწერია ახდენა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG