Accessibility links

logo-print

ამერიკის ახალი მოწვევის კონგრესის ამოქმედებიდან ერთ კვირაში, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკებები განახლდება. სკეპტიკოსები, რომელთა შორისაა გავლენიანი ამერიკელი სენატორი ბობ კორკერი, ამბობენ, რომ კონგრესი მკაცრი სანქციების შემოღებას ვარაუდობს, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ჩავარდა.

„კონგრესის შეკრებიდან ძალიან მალე, კანონმდებლებს ექნებათ სურვილი ეს საკითხი დარეგულირდეს. ირანის საკითხის მოგვარებაში ჩვენ ჩავერთვებით,“-აცხადებს კონგრესმენი ბობ კორკერი.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის სიფრთხილე ირანის ბირთვული ამბიციების გამო ახალი არ არის. თუმცა რამდენიმე კვირის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ჭიდილი მოუწევდა სულ სხვა-კუბის საკითხზე.

ბარაკ ობამა: „დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები ურთიერთობის პროცესს ცვლის კუბის ხალხთან“.

კუბის მიმართ ამერიკის ემბარგოს მოხსნას კონგრესის თანხმობა დასჭირდება. ამ პროცესს გავლენიანი დემოკრატი სენატორი ბობ კორკერი სრულა მხარდაჭერას უცხადებს.

მისი განცხადებით, ამ საკითხში კონგრესმა უნდა იმოქმედოს და დასძენს, რომ იმედი აქვს ამერიკელი კანონმდებლები კუბასთან ურთიერთობებში ახალი თავის გახსნას დაუჭერენ მხარს.

კონგრესის მხარდაჭერის წინააღმდეგია ასევე გავლენიანი სენატორი მარკო რუბიო. ის ამბობს, რომ თეთრმა სახლმა კუბასთან ურთიერთობებში ყველაფერი დათმო და ამის სანაცვლოდ, ძალიან ცოტა რამ მიიღო. "კუნძულზე არ არებობს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, არც არჩევნები ტარდება თავისუფალ გარემოში",-აცხადებს რუბიო.

რესპუბლიკურ პარტიას კონსტრუქციული კრიტიკოსის როლი სწადია, ამბობს პოლიტოლოგი უილიამ ჰოველი.

კერძოდ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტი აცხადებს,რომ ერთის მხრივ, რესპუბლიკელებს ობამას ადმინისტრაციის ჩავარდნების ხაზგასმა სწადიათ, თუმცა მეორე მხრივ, მათ პასუხისმგებლიანი, საზრიანი პოლიტიკოსების სახელიც აფიქრებთ, პოლიტიკოსებისა, რომლებსაც ხალხი ქვეყნის სადავეებს აბარებს.

სავარაუდოდ, პრეზიდენტს მომავალ წელს კრიტიკოსები საკუთარ პარტიაშიც ეყოლება. სწორედ ასე ფიქრობს პოლიტოლოგი სტუარტ როთენბერგი.

„ამერიკელ ლიდერს აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ რესპუბლიკელთა წრეებში, არამედ დემოკრატიული პარტიის მემარცხენე მიმართულების კანონმდებლებს შორისაც ექნება. დემოკრატთა შორის მრავლად არიან ისეთებიც, ვინც უცხოეთში, ამერიკული ჯარების დისლოცირებას ეწინააღმდეგება.“

მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტი, როგორც ჩანს შეეცდება ყველფერი გააკეთოს, რათა მსოფლიოს ქვეყნებთან ამერიკის ურთიერთობები დაალაგოს. ერთერთი ბოლო ინტერვიუს დროს, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მას დიპლომატიის, დიალოგისა და ჩართულობის სჯერა.

XS
SM
MD
LG