Accessibility links

logo-print

კლინტონის ახალი გამოწვევა


ჰილარი კლინტონი, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი

ჰილარი კლინტონი, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი

ლიბერალი აქტივისტების ცნობილი ჯგუფი MoveOn.org მასაჩუსესტის სენატორ ელიზაბეტ უორენს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. უორენმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არის არჩევნებით დაინტერესებული, პარალელურად გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დემოკრატების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

MoveOn.org აცხადებს, რომ მისი 8 მილიონი წევრის გამოკითხვა ელიზაბეტ უორენის მიმართ მყარ მხარდაჭერას აჩვენებს, გამოკითხულთა 81 პროცენტს უორენის პრეზიდენტობა სურს.

უორენი პროგრესული აქტივისტების ფავორიტი 2013 წელს გახდა, მას შემდეგ რაც მან ამერიკაში შემოსავლების არაპროპორციულობაზე დაიწყო საუბარი.

“ჩვენ დემოკრატიაში კრიზისი გვაქვს, ასევე კრიზისია ეკონომიკაში, რაც საშუალო კლასის სასიკეთოდ არ მოქმედებს. სენატორმა უორენმა მთელი თავისი კარიერა სწორედ ასეთი ოჯახებისთვის ბრძოლით შექმნა, გვინდა მისი ბრძოლა, მისი ხედვა, მისი მესიჯები საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზე აისახოს,” ამბობს ანა გოლანდი MoveOn.org-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ჩვენ სერიოზულ კამპანიას დავიწყებთ. ყველა შტატში პრაიმერის ორგანიზატორებს ვიქირავებთ, გავხსნით შტაბებს. მილიონობით დოლარს დავხარჯავთ, რათა სენატორი უორენი დავარწუნოთ იმაში, რომ მილიონობით ამერიკელი აღტაცებულია საშუალო კლასისთვის მისი ბრძოლით.

უორენმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მაგრამ გოლანდი იხსენებს თუ როგორ დაუჭირეს მას მხარი სენატის არჩევნების წინ მასაჩუსესტში პროგრესულმა აქტივისტებმა და ახლაც იგივეს იმედი აქვს.

“ჩვენ სერიოზულ კამპანიას დავიწყებთ. ყველა შტატში პრაიმერის ორგანიზატორებს ვიქირავებთ, გავხსნით შტაბებს. მილიონობით დოლარს დავხარჯავთ, რათა სენატორი უორენი დავარწუნოთ იმაში, რომ მილიონობით ამერიკელი აღტაცებულია საშუალო კლასისთვის მისი ბრძოლით.”

სენატში მისი ხანმოკლე წევრობისას უორენი ეკონომიკური პლურალიზმის ადვოკატად იქცა, ის საშუალო კლასის ოჯახების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ მოწოდებებით გამორჩევა.

“ვოლ სტრიტს საქმეები კარგად მისდის. დირექტორები მილიონებს შოულობენ, ამ დროს ქვეყნის მასშტაბით ოჯახები გადარჩენისთვის იბრძვიან. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მთავრობა ამერიკელი ხალხისთვის იმუშაოს, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ,” ამბობს უორენი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, თუ უორენი კენჭისყრას გადაწყვეტს ის დამარცხდება. CNN-ORC-ის ბოლო გამოკითხვებით ჰილარი კლინტონს 65%-იანი მხარდაჭერა აქვს, როცა უორენს მხარს მხოლოდ 10% უჭერს. მესამე ადგილზე ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას კენჭისყრის შესახებ უახლოეს თვეებში მიიღებს.

კლინტონისგან გადაწყვეტილების გახმოვანებას 2015 წლის დასაწყისში ელოდებიან, ის კონგრესის შეუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. ბოლო პერიოდში კი მას ხშირად იწვევენ კონფერენციებზე, სადაც ის ქალების გაძლიერებაზე საუბრობს.

“დემოკრატიული პარტია საუკეთესო ფორმაშია, ისევე როგორც საუკეთესო ფორმაშია ამერიკა. ჩვენ ჩამოვრჩებით ერთ მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში - ეს ოჯახია. ოჯახი საზოზგადოების აგურია. ის ჩვენი პარტიის და ქვეყნის აგურია”, განაცხადა კლინტონმა ერთ-ერთ ასეთ კონფერენციაზე.

ელიზაბეტ უორენზე მოხშირებული საუბრის მიხედავად, კლინტონი გამოკვეთილი ლიდერია, ამბობს ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი ჯონ ფორტიერი.

“ვფიქრობ კლინტონის წინააღმედგ არჩევნებში მონაწილეობა დიდი გამოწვევა იქნება ნებისმიერი კანდიდატისთვის, რა თქმა უნდა მას მოუწევს სირთულეების გადალახვა და მას მემარცხენე პოზიციიდან გააკრიტიკებენ,” ამობს ფორტიერი.

ვფიქრობ კლინტონის წინააღმედგ არჩევნებში მონაწილეობა დიდი გამოწვევა იქნება ნებისმიერი კანდიდატისთვის, რა თქმა უნდა მას მოუწევს სირთულეების გადალახვა და მას მემარცხენე პოზიციიდან გააკრიტიკებენ

იგივეს ადასტურებს წამყვანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის Pew Research-ის მონაცემებიც, კლინტონს ამერიკელთა დიდი მხარდაჭერა აქვს, 67% დადებითად აფასებს მის საქმიანობას სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, 56% მას გულწრფელობას უფასებს, 69%-ისთვის კი ის ძლიერი პოლიტიკოსია.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წარმატების მისაღწევად კლინტონი, გარკვეულ წილად უნდა გაემიჯნოს პრეზიდენტ ობამას, რომლის არაპოპულარულობაც შუალედურმა არჩევნებმა დაამტკიცა.

იგივეს მოწმობს Pew Research-ის მონაცემები. 2014 წლის ბოლო მონაცემებით, ბარაკ ობამას საპრეზიდენტო საქმიანობა გამოკითხულთა მხოლოდ 43%-ს მოსწონს, მისი პრეზიდენტობის პირველ თვეებში, 2009 წლის თებერვალში მაჩვენებელი 20%-ით მაღალი იყო.

ექსპერტები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის სხვა ლიბერალებიც ემზადებიან, მათ შორის არიან მერილენდის გუბერნატორი მარტინ ო’მალი და ვერმონტის სენატორი ბერნარდ სანდერსი.

XS
SM
MD
LG