Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა ორწლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ორწლიანი ბიუჯეტი, რომელიც ფედერალური ხარჯების გაზრდის საშუალებას იძლევა და შედეგად თავიდან იქნა აცილებული მთავრობის მუშაობის შეწყვეტა. კანონი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც სენატმა 30 ოქტომბერს დაამტკიცა, ხოლო ორი დღის წინ მიიღო წარმომადგენელთა პალატამაც, ახლა ხელმოსაწერად პრეზიდენტ ობამას გადაეგზავნა. ბიუჯეტის თანახმად, აშშ-ის მთავრობის ხარჯი 80 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG