Accessibility links

აღმოსაველთ უკრაინაში გამძლავრებული სროლების და შეტაკებების ფონზე, შეერთებული შტატების ჯარების მეთაური ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ორი მიზანი აქვს და მათ შორისაა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესუსტება.

„პირველი მიზანი საზღვრების შეცვლაა, მეორე მიზანი,ვფიქრობ ალიანსის შესუსტებაა. რადგან უკრაინა ნატოს წევრი არ არის, მიმდინარე მოვლენები ნატოს წევრებისთვის დიდი წნეხია, მათ უჭირთ იმაზე შეთანხმება თუ როგორ უნდა მოიქცეს ალიანსი,“ ამბობს ჰოჯესი.

მისი თქმით უკანასკნელ თვეებში რუსეთმა სეპარატისტების მხარდაჭერა გააორმაგა და პარალელურად უკრაინის საზღვრის მიმართულებით დამატებით ჯარებს აგზავნის.

„თუ ეგრეთწოდებული „მწვანე კაცუნების“ ნახვისას არ ფიქრობთ რომ ისინი რუსი ჯარისკაცები არიან, გულის სიღრმეში თქვენ არ გინდათ დაიჯეროთ რომ ისინი ნამდვილად რუსები არიან. სხვაობა სეპარატისტებსა და პროფესიონალ ჯარისკაცებს შორის ნათელია, მათი ფორმიდან, აღჭურვილობიდან, ქცევებიდან მიხვდებით რომ ისინი ჯარისკაცები არიან.“

ჰოჯესი ამბობს, რომ უკრაინას სეპარატისტებთან გასამკლავებელი არტილერია სჭირდება, მაგრამ აქამდე შეერთებული შტატები უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგებაზე უარს ამბობს.

თუ ეგრეთწოდებული „მწვანე კაცუნების“ ნახვისას არ ფიქრობთ, რომ ისინი რუსი ჯარისკაცები არიან, გულის სიღრმეში თქვენ არ გინდათ დაიჯეროთ, რომ ისინი ნამდვილად რუსები არიან.

გენერლის აზრით რუსეთი მეზობლების სხვადასხვა მეთოდებით დამორჩილებას ცდილობს, ერთ-ერთ მაგალითად მას რუსეთში შარშან მიღებული კანონი მოჰყავს,რომლის მიხედვითაც იმ ლიტველების ექსტრადიცია უნდა მომხდარიყო ვინც წითელ არმიაში სამსახურს თავი აარიდა. ეს მაშინ როცა ლიტვას უკვე 20 წელიწადზე მეტია რუსეთის არმ იასთან შეხება არ ჰქონია.

გენერლის თქმით ამ კანონის მიზანი იმ ლიტველების შეშინება იყო, ვინც რუსეთის ქალაქების მახლობლად მუშაობს. ჰოჯესი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში თავისი ქმედებებით ნატოზე ზეწოლას ახდენს, შეერთებული შტატები კი მას სათანადო პასუხს ვერ სცემს.

„პრიორიტეტები შეიცვალა, შემცირდა რუსეთის მცოდნე ექსპერტების და ლინგვისტების რაოდენობა, ახლა ნაკლები შესაძლებლობები გვაქვს. როცა ხარჯებს ამცირებ, მოლოდინიც შესაბამისი უნდა გქონდეს.“

შეერთებული შტატების 2016 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტს პრეზიდენტი ობამა ორშაბათს წარადგენს. თეთრი სახლის ცნობით ბიუჯეტის თავდაცვის ნაწილი 561 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც ამჟამინდელ ბიუჯეტზე 37 მილიარდი დოლარით მეტია.

XS
SM
MD
LG