Accessibility links

logo-print

აშშ-ში ორი ჟურნალისტი მოკლეს პირდაპირი ეთერის დროს


WDBJ-ის ჟურნალსტები, ელისონ პარკერი (მარცხნივ) და ადამ უორდი.

WDBJ-ის ჟურნალსტები, ელისონ პარკერი (მარცხნივ) და ადამ უორდი.

აშშ-ის აღმოსავლეთში, შტატ ვირჯინიაში, პირდაპირი ეთერის დროს ესროლეს ორ ჟურნალისტს და მოკლეს. მათი მაუწყებელი, WDBJ იტყობინება, რომ ელისონ პარკერი და ადამ უორდი დახოცეს, როცა ისინი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს იწერდნენ ბედფორდ კაუნტიში. ინციდენტის ვიდეოზე ჩანს, როგორ ესაუბრება რეპორტიორი ქალი რესპონდენტს, როცა ისმის სროლის ხმა. კამერა, ჩანს, ძირს ეცემა. ისმის რეპორტიორის ყვირილის ხმა. თავდასხმის მოტივი უცნობია, არც ის ვიცით, ვინ არის ეჭვმიტანილი თუ თავდამსხმელი, თქვა მაუწყებლის ხელმძღვანელმა, ჯეფრი მარქსმა, რომელმაც დასძინა, რომ თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ. ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა ტერი მაკოლიფის თქმით, პოლიცია დაეძებს ეჭვმიტანილს, რომელიც სავარაუდოდ არის WDBJ-ის განაწყენებული ყოფილი თანამშრომელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG