Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი და აშშ ითანამშრომლებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები აპირებენ, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართული შეხვედრისას მიღწეულ შეთანხმებაზე დაყრდნობით, მოძებნონ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გზები. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა 29 სექტემბერს რუსეთის ტელევიზიასთან საუბრისას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა გამართეს ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა. ლავროვმა შეხვედრას „ძალიან კონსტრუქციული“ უწოდა. მისი თქმით ორი ლიდერი იზიარებს შეფასებას, რომ საერთო მიზნად აქვთ “ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ გამორიცხავს სირიაში სახმელეთო ძალების გაგზავნას ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად, მაგრამ მზად არის შეუერთდეს საჰაერო კამპანიას ექსტრემისტების წინააღმდეგ.

პუტინმა ნიუ-იორკში ბარაკ ობამასთან საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები უნდა უძღვებოდნენ ხმელეთზე ომს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ბაშარ ალ-ასადის როლი არის მთავარი საკითხი, რომელიც სირიასთან მიმართებით უთანხმოებას იწვევს ობამას და პუტინს შორის. შეხვედრის მსვლელობაში, პუტინი და ობამა შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ სირიაში კრიზისის პოლიტიკურად მოგვარების გზებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG