Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში ვერ გაიმარჯვა ირანთან შეთანხმების საწინააღმდეგო რეზოლუციამ


ირანთან შეთანხმების მოწინააღმდეგეები კაპიტოლიუმის ბორცვთან.
ირანთან შეთანხმების მოწინააღმდეგეები კაპიტოლიუმის ბორცვთან.

აშშ-ის სენატში პირველ კენჭისყრაზე ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგება ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო შეთანხმების ამოქმედებას. რესპუბლიკელთა მიერ მომზადებულ დოკუმენტს 60 მხარდამჭერი სჭირდებოდა, მაშინ როცა 10 სექტემბრის კენჭისყრაზე რეზოლუციას ორით ნაკლებმა, 58-მა სენატორმა მისცა ხმა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე უწოდა სენატის გადაწყვეტილებას „დიპლომატიის გამარჯვება, რომელიც უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის როგორც ამერიკას, ისე მთელ მსოფლიოს.“ თუმცა რეზოლუციის ავტორები, სენატის რესპუბლიკური უმრავლესობა, არ აღიარებენ დამარცხებას და აცხადებენ, რომ ისინი 17 სექტემბერს კვლავ გამართავენ დებატებს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რაც ძალაში შესვლის შემთხვევაში აუქმებს ირანისთვის დაწესებულ სანქციებს სადავო ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG