Accessibility links

logo-print

აშშ თურქეთში "პეტრიოტის" კომპლექსებს აგზავნის


პეტრიოტის სარაკეტო კომპლექსი

პეტრიოტის სარაკეტო კომპლექსი

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთში განალაგებს ჯარებს „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მომსახურებისთვის, რომლებიც თურქეთის მეზობელ სირიაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საფრთხეების არიდებისთვის არის გამიზნული. „პეტრიოტის“ კომპლექსებს ძალუძთ რაკეტების გაშვება თვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად. შენაერთების განლაგება გამოწვეულია სირიაში ომის გამწვავებით. როგორც იტყობინებიან, პარასკევს სირიის ხელისუფლების სახმელეთო და საჰაერო ძალები მეამბოხეებს უტევდნენ დამასკის შემოგარენში. მანამდე ერთი დღით ადრე დედაქალაქში ბომბის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობა აცხადებს, რომ თურქეთში განლაგდება ამერიკის 400-მდე სამხედრო, რომლებიც მოემსახურებიან ვაშინგტონის მიერ თურქეთისთვის მიწოდებულ „პეტრიოტის“ ორ ბატარეას. გერმანია და ნიდერლანდები თურქეთში კიდევ ოთხ მსგავს ბატარეას გაგზავნიან ნატოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში.
XS
SM
MD
LG