Accessibility links

logo-print

კონგრესმა მხარი დაუჭირა უკრაინისათვის ლეტალური შეიარაღების გადაცემას


აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი თავდაცვის პოლიტიკის შესახებ, რომელიც უკრაინისათვის 55 მილიონი დოლარის ლეტალური იარაღის გადაცემას ითვალისწინებს და უფლებას აძლევს თეთრ სახლს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, თუ რუსეთი შეიარაღებული ძალების შესახებ არსებული ძირითადი შეთანხმებების დარღვევას განიზრახავს. 10 ნოემბერს სენატის მიერ 607 მილიარდი დოლარის მოცულობის კანონპროექტის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა კანონს მაღალი ალბათობით ხელს მოაწერს. აღნიშნულ კანონპროექტს გასულ კვირაში კონგრესის ქვედა პალატამაც დაუჭირა მხარი. მთლიანობაში კანონპროექტი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მყოფი უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. დახმარების პაკეტში ცალკე შედის 50 მილიონი დოლარის ღირებულების ლეტალური შეიარაღება, ესენია: ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ნაღმსატყორცნები, ყუმბარსატყორცნები, მცირე კალიბრის შეიარაღება და აღჭურვილობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG