Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალეში 200-ზე მეტ მცხოვრებს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება


დაზიანებული შენობა ვალეში
დაზიანებული შენობა ვალეში

წვიმისგან გაყვითლებული ჭერი, ნაპრალები, ჩამოშლილი ფასადებიდა დეფორმირებული ფანჯრები – ასე გამოიყურება ვალეში სტალინის ქუჩაზე მდებარე კორპუსები. შენობებს, რომლებშიც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ბზარები ყოველდღიურად ემატება, უბნის მცხოვრებნი ყოველ წუთს შენობების დანგრევასა და უსახლკაროდ დარჩენას ელოდებიან. ამბობენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი საკითხი ხელისუფლებისთვისაც ცნობილია, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

დაზიანებული შენობა ვალეში
დაზიანებული შენობა ვალეში

სტალინის ქუჩის 26 ნომერში მცხოვრებნი ამბობენ, რომ დაახლოებით 50 წლის წინ აშენებული შენობები სიძველის გამო არ ინგრევა. ადგილობრივთა მტკიცებით, იმ მასალის უხარისხობას, რომლითაც აგებულია შენობები, თურქეთიდან მომავალი მძიმეწონიანი მანქანების ხშირი მოძრაობაც ემატება.ვალეში ამბობენ, რომ შენობები ტრანსპორტის მოძრაობისას წარმოქმნილი მუდმივი ბიძგების გამოც ინგრევა. ადგილობრივები კორპუსების მოულოდნელ ჩამოშლასა და შესაძლო მსხვერპლზე ლაპარაკობენ.

დაზიანებული შენობა ვალეში
დაზიანებული შენობა ვალეში

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ცნობილია სტალინის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემა. თემის გამგებლის თქმით, რეაბილიტაცია მანამდე არ დაიწყება, სანამ გეოლოგები ტერიტორიასა და ნგრევის გამომწვევ მიზეზებს არ შეისწავლიან. ზაზა მელიქიძის განმარტებით, შენობების აღდგენისთვის ზრუნვა გეოლოგთა დასკვნაზეა დამოკიდებული.

გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეისწავლიან გეოლოგები პრობლემას,სტალინის ქუჩის მცხოვრებლებს კი კვლავ ავარიულ შენობებში უწევთცხოვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG