Accessibility links

logo-print

ევროკავშირში უთანხმოებაა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელების საკითხში


დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

31 ივლისს იწურება რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ვადა, რაც ზუსტად ორი წლის წინ შევიდა ძალაში მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, იაპონიაში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე 26 მაისს განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციების რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ „რუსეთი ბოლომდე არ შეასრულებს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებას.“ თუმცა ანტირუსული სანქციების საკითხში ევროკავშირის შიგნით არსებობს მოწინააღმდეგეთა ბანაკი, რის გამოც საერთო პოზიციის შემუშავება რთული იქნება. ამის შესახებ ვილნიუსში ყოფნის დროს ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა, რომელმაც დასძინა, რომ „ევროკავშირი ვერ დახუჭავს თვალს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ ევროპის დესტაბილიზაციის თაობაზე“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG