Accessibility links

logo-print
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის წევრებმა გარე რეკლამის ქართულ ენაზე განთავსების მოთხოვნით რამდენიმე კომერციულ ობიექტს მიმართეს. მიმართვა იყო ერთგვარად კეთილი ნების აქტი, ანუ იმის შეხსენება, რომ თუ ერთი თვის ვადაში კანონის შესაბამისი ნორმები არ იქნა დაცული, მათ წინააღმდეგ ფინანსური სანქციები ამოქმედდება.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარე სარეკლამო აბრა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო, სურვილის შემთხვევაში, სხვა ენაზეც. ამასთან, უცხოენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას - ესაა ნორმა, რომელიც კანონითაა გამყარებული. რეკლამის შესახებ კანონში შესული ახალი რეგულაციების საფუძველზე ეს ნორმა კიდევ უფრო იმპერატიული გახდა. საქმე ისაა, რომ ცვლილებებმა ყველა სარეკლამო აბრა და რეკლამა ერთ საკანონმდებლო ჭრილში მოაქცია და, უცხოენოვან წარწერასთან ერთად, ქართული წარწერის გარე სარეკლამო აბრაზე განთავსება თანაბრად დააკისრა შესაბამის კერძო თუ იურიდიულ პირს. თბილისში სიახლის თაობაზე ერთგვარი არაპირდაპირი საინფორმაციო კამპანია ზედამხედველობის სამსახურზე ადრე თბილისის საკრებულომ წამოიწყო. როგორც საკრებულოს წევრი კახა კუკავა ამბობს, ეს ორი უწყება შეთანხმებულად მოქმედებს, მათი მიზანი კი შემდეგია:

“საქართველო არ არის ჯუნგლები, რომ ჩვენ ინგლისურ ენაზე გვქონდეს წარწერები. ჩვენ გვაქვს ჩვენი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჩვენი კულტურული ენა. ამიტომაც ყველამ კეთილი ინებოს და ან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან თავიანთი სარეკლამო წარწერები, ან ერთი თვის შემდგომ... - ჩვენ ვაძლევთ, ამ გაფრთხილების მიხედვით, ერთ კახა კუკავა

კახა კუკავა

თვეს და ერთი თვის შემდეგ დაიწყება დაჯარიმება ყველა იმ კომპანიისა, რომელსაც ქართულ ენაზე არ აქვს განთავსებული თავისი რეკლამები“.

კახა კუკავას დარად, საკრებულოს ფრაქცია „’ქართული ოცნება’ - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძეც ფიქრობს, რომ გარე რეკლამის რეგულაციების დაცვა ამ შემთხვევაში ქართული ენის დაცვასაც ნიშნავს:

“იყოს ქართული ენა იმდენად წარმოჩინებული, რომ იყოს მისი ზომაც და ხილვადობაც არანაკლებ უცხოური წარწერისა და ვფიქრობ, რომ ამით ყურადღებას მივაპყრობთ ყველა იმ ინდივიდუალურ თუ კერძო პირებს, მცირე მეწარმეებსაც, ვისაც ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ სოლიდურია ჯარიმა და სამი ათას ლარსაც აღემატება დიდი ბილბორდების შემთხვევაში“.

ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელსაც თბილისის საკრებულოს წევრებმა სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერების სათანადოდ წარმოჩენის თხოვნითა თუ პრეტენზიით მიმართეს, არის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“. მოგვიანებით სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტმა ელენე მაჭავარიანმა გვითხრა, რომ წერილობით განცხადებას ისინი ელოდნენ და, როგორც კანონმორჩილნი, მზად არიან მოთხოვნაც შეასრულონ:

“რეალურად რამე წინააღმდეგობა აქ არ იქნება. ჩვენ ვექვემდებარებით ჩვენს კანონმდებლობას და საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს“.
ბუნებრივია, ჩვენი სამსახური შეეცდება, რომ ასეთი რაღაცები ჯარიმის გარეშე გავაკეთოთ. და ვფიქრობ, რომ ყველა მეპატრონე გააკეთებს, როდესაც გაფრთხილებას მივცემთ და დაემორჩილება კანონს და არ იქნება საჭირო ჯარიმების გამოყენება...

სასტუმრო, საკრებულოს კომისიის შემდეგ, აბრაზე ქართულენოვანი წარწერის გაკეთების მოთხოვნას უახლოეს დღეებში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდანაც მიიღებს. ამ სამსახურის უფროსი ზვიად კერვალიშვილი ამბობს:

“რუსთაველზე და ცენტრალურ გამზირზე დავიწყებთ, რაღაც რაოდენობას ავიღებთ, რომელთაც გაფრთხილებებს დავუგზავნით, მივცემთ ვადებს და ეტაპობრივად მერე უკვე მთელ ქალაქს მოვიცავთ. და, ბუნებრივია, ჩვენი სამსახური შეეცდება, რომ ასეთი რაღაცები ჯარიმის გარეშე გავაკეთოთ. და ვფიქრობ, რომ ყველა მეპატრონე გააკეთებს, როდესაც გაფრთხილებას მივცემთ და დაემორჩილება კანონს და არ იქნება საჭირო ჯარიმების გამოყენება“.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 3000 ლარით დაჯარიმებას. გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
XS
SM
MD
LG