Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალელები პირობის შესრულებას მოითხოვენ


ვალეს მეორე შახტის დასახლება ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. ადგილობრივები ტრაილერების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურს აპროტესტებენ. მეორე შახტის მცხოვრებთა თქმით, სატვირთო მანქანები ასფალტისა და ბეტონის ჩამომსხმელი ქარხნისკენ გადაადგილდებიან, სწრაფად მოძრაობის გამოშენობები ინგრევა, მტვერი კი გარემოსა და საცხოვრებელ სახლებს აბინძურებს.

სატვირთო მანქანები, რომლებიც მეორე შახტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, „ბრიტიშ-პეტროლიუმის“ და ასფალტო-ბეტონის ქარხანას ეკუთვნის. ტრაილერის მძღოლები ირწმუნებიან, რომ დასახლებაში ფრთხილად მოძრაობენ, რათა ადგილობრივებს პრობლემები არ შეექმნათ. ასფალტო-ბეტონის ჩამომსხმელიქარხნის დირექტორი განმარტავს, რომ გზა ყოველთვის ირწყვება. თენგიზ ხითარიშვილი გზის მოასფალტების შესახებგამგებელთან საუბარსაც იხსენებს.

ადგილობრივებს ვალეს ტერიტორიულ ორგანოშიგამგებლის წარმომადგენელი შეხვდა. ელიოზ ბარბლიშვილი მეორე შახტის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი მოასფალტდება, მანამდე კი მოირწყვება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შესაბამისი თანხებია მოსაძიებელი იმისათვის, რომ გზის მოასფალტება მოხერხდეს, ამიტომ ბარბლიშვილი დანაპირების განხორციელების კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.

ვალეს მეორე შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის ქარხნამდე მისასვლელი გზა მოსახლეობამ, დახმარების მოთხოვნით, არაერთხელ გადაკეტა. გარდა აღნიშნული პრობლემისა, მეორე შახტის მოსახლეობა სასმელი წყლის დებეტის სიმცირესაც უჩივის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG