Accessibility links

logo-print

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ველოტრასის მშენებლობისთვის ხეების ნაწილი გაიჩეხა


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ველოტრასის მშენებლობა ყოფილი საფეხბურთო სტადიონის უკანა მხარეს დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „სანის“ ინჟინერმა სოსო კეიდიამ მაშინ ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ძირითადად გამხმარი ხეები გაიჩეხა და არც ერთი მათგანი არ იყო წითელი წიგნის მცენარეთა ნუსხიდან.

„შენდება როგორც ველოტრასა, ასევე ფეხით მოსიარულეთა ბილიკი. ბაღი რა ბაღია, თუ ხალხმა ველოსიპედით არ ისეირნა. იქ უნიკალური ხეები არ გაჩეხილა, მოიჭრა მხოლოდ გზის პირას პატარა, გამხმარი ხეები. მოსახლეობაც კმაყოფილი დარჩა, რადგან ეშინოდათ თავზე არ დასცემოდათ ისინი.“

ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი რუსლან ლატარია, რომელსაც ბაღში მუშაობის 30 წლიანი სტაჟი აქვს, ამბობს, რომ ტერიტორიაზე, სადაც ბილიკი შენდება, ძირითადად აკაციის და ზღვისპირა ფიჭვის ხეები ხარობს და მათგან ბევრი გამხმარი იყო. რუსლან ლატარიას თქმით, ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ დეტალურად არაფერი იცის, რადგან მან და მისმა თანამშრომლებმა ბოტანიკურ ბაღში მუშაობა შარშან დეკემბრიდან მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბაღი საკუთრებაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცა.

ზუგდიდიდ ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდიდ ბოტანიკური ბაღი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, მისი სამსახურისთვის ცნობილი იყო, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ველობილიკის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა სააგენტოს ნებართვა გაცემული არ ჰქონდა. ანთიძის ინფორმაციით, მშენებლობა კულტურის ძეგლის ტერიტორიაზე არ ხდება:

„სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები ისე დაიწყო, რომ საქმეში კარგად არ იყო გარკვეული და ადგილობრივმა თვითმმართველობამ მშენებლობის პროცესი გააჩერა. ახლა მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები. ჩვენ საქმის კურსში ვიყავით, სატელეფონო კონსულტაციები გვქონდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მითხრეს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროექტი წარდგენილი იყოს ნებართვის მისაცემად. როგორც მე ვიცი, მშენებლობა კულტურის ძეგლის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, ეს ხდება მის გალავანს მიღმა.“
ასე მარტივად არ ხდება ნებართვის გაცემა. ჯერ საბჭოში უნდა განიხილონ ეს პროექტი და საბჭოს თანხმობის შემდეგ ნებართვების სამსახურმა უნდა მისცეს თანხმობა. წესით, არ უნდა მოხდეს თანხმობის გაცემა. მათი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული...

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხას უარყოფენ, რადგან სურთ თავი აარიდონ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მჟავანაძის თქმით, არსებობს კადრები, რომლებიც ადასტურებს, რომ მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს:

„ასე მარტივად არ ხდება ნებართვის გაცემა. ჯერ საბჭოში უნდა განიხილონ ეს პროექტი და საბჭოს თანხმობის შემდეგ ნებართვების სამსახურმა უნდა მისცეს თანხმობა. წესით, არ უნდა მოხდეს თანხმობის გაცემა. მათი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული.“

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ სწორედ სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც მსგავსი დანაშაულისთვის ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG