Accessibility links

ვენა: მსოფლიოს 20 ქვეყნის ლიდერები სირიის კრიზისის მოგვარებაზე მსჯელობენ


ფედერიკა მოგერინი

ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ პარიზში განხორციელებულმა ტერაქტებმა კიდევ უფრო გაზარდა ვენის მოლაპარაკებების აუცილებლობა, რომელშიც მსოფლიოს 20 სახელმწიფოს ლიდერები სირიის კრიზისის მოგვარებაზე მსჯელობენ. უშუალოდ მოლაპარაკებების დაწყების წინ მედიასთან შეხვედრაზე მოგერინიმ ტერორიზმს გლობალური პრობლემა უწოდა. 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს 127 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით ორი კვირის წინ კი ეგვიპტეში რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნამ მასში მყოფი 224-ვე ადამიანი იმსხვერპლა. საფრაგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ვენის შეხვედრის დაწყების წინ თქვა, რომ პარიზის ტერაქტებმა აჩვენა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობა. მისი თქმით, ახლა, როგორც არასოდეს, არის საჭირო, ტერორიზმის წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG