Accessibility links

logo-print

ვიქტორ ორბანი მიგრანტების კრიზისს „გერმანიის პრობლემას“ უწოდებს


უნგრეთის პოლიციელები აკავებენ ლტოლვილთა ოჯახის წევრებს ქალაქ ბიჩკეს სადგურზე.

უნგრეთის პოლიციელები აკავებენ ლტოლვილთა ოჯახის წევრებს ქალაქ ბიჩკეს სადგურზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპაში ხალხი „ძალიანაა შეშინებული“, რადგან მათ ლიდერები „ვერ აკონტროლებენ“ მიგრანტების უპრეცედენტო მოზღვავებას. ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ორბანმა მიგრანტების და ლტოლვილების კრიზისს უწოდა „გერმანიის პრობლემა“ და არა ევროპის პრობლემა. „არავის სურს უნგრეთში დარჩენა“ - განაცხადა ორბანმა და დასძინა - „ჩვენს ფუნქციაში მხოლოდ მათი რეგისტრირება შედის“. სულ მცირე, 2000 ლტოლვილი და მიგრანტი ბუდაპეშტშია გაჩერებული 1 სექტემბრის შემდეგ, როცა მათ საშუალება არ მისცეს ქალაქის მთავარ სადგურზე მატარებლებში ასულიყვნენ. ბევრ მათგანს გერმანიაში სურს წასვლა, მაგრამ უნგრეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის კანონებს იცავს. 3 სექტემბერს, დილით, პოლიციამ მიგრანტებისთვის გახსნა კელეტის სადგური, თუმცა უნგრეთის რკინიგზის კომპანია აცხადებს, რომ გააუქმა დასავლეთისკენ მიმავალი ყველა პირდაპირი მატარებელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG