Accessibility links

საქართველოში საავტომობილო გზების საერთო სიგრძე დაახლოებით 20 000 კილომეტრია. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზების ერთი მეოთხედი საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მაგისტრალებია, სამი მეოთხედი კი - შიდა საქალაქო. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს სწორედ შიდა საქალაქო გზებია შესაკეთებელი. რამდენად სახიფათოა დანგრეული გზები ავტომობილებისა და ქვეითებისთვის, როგორ მუშაობს სახელმწიფო გზების აღდგენა-შეკეთებაზე, რამდენად კარგად იგეგმება და მოწმდება გზების მშენებლობა საქართველოში?

XS
SM
MD
LG