Accessibility links

logo-print

ქალები და უფლებადამცველები ფოტოებზე


დღევანდელი "გენდერული ამბების" მთავარი თემაა: ფოტოგამოფენები და ფოტოალბომები, რომლებიც ქალების და უფლებადამცველების საქმიანობას ეძღვნება. საუბარი შეეხება „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პროექტებს. 2013 წლის 21 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია 22/6, რომელიც ავალდებულებს ქვეყნებს დაამკვიდრონ უფლებადამცველების საქმიანობისათვის შესაფერისი გარემო. როგორ სრულდება ეს ვალდებულება და როგორც მუშაობენ თავად უფლებადამცველები და როგორ ასახავს ამას ფოტოობიექტივი? ამ თემებზე გადაცემაში „გენდერული ამბები“ საუბრობენ ლელა ცისკარიშვილი - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკი - „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი და თამარ მირიანაშვილი - ფოტოგრაფი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG