Accessibility links

ყირიმელი თათრები გადასახლების მორიგ წლისთავს აღნიშნავენ


უკრაინაში აღნიშნავენ ყირიმელი თათრების დეპორტაციის 71-ე წლისთავს. 1944 წელს სტალინმა 180 ათასამდე თათარი გადაასახლა ყირიმიდან შუა აზიაში. გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში ბევრი დაბრუნდა მშობლიურ მიწაზე, მაგრამ დისკრიმინაციასა და დევნას განიცდის მას შემდეგ, რაც რუსეთმა შარშან ყირიმის ანექსია მოახდინა. 17 მაისს კიევში გამართულ აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სანთლები დაანთო გადასახლების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად.

XS
SM
MD
LG